მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი

Monday, January 9, 2012

შელოცვები

შიშის ლოცვა
ავიღებთ დანასა და ნახშირს, ნახშირს არ შევუბერამთ, ნახშირს დავადებთ  დანაზე , გადავწერამთ პირჯვარს და დავიწყებთ ლოცვას.
აშინა მაშინა, გულო რამ შაგაშინა?
ქორი იყო ქანდარასა, დედალი საბუდარასა,
სული სულთან, გული გულთან,
აგორდი გულო, ჩაგორდი გულო,
გულო ჩაგორდი ბუდეში.
ფერი ფერთან, ხორცი ხორცთან,
სისხლი სისხლთან,
აგორდი გულო , ჩაგორდი გულო,
გულო ჩაგორდი ბუდეში.

ჩაწერილია თათია და თონა სარდლიშვილების მიერ, X კლასის მოსწავლეები.
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის

ნაღრძობის ლოცვა
უცხო მინდორზე უცხო ხე იყო,
უცხო ფრინველი იყო შემჯდარი,
უხელო ჩამავიყვანე, უფეხო ჩამავიყვანე,
უპუროდ შავჭამე, უცეცხლოდ შევწვი,
გორებით გორდებოდა ნაღრძობი მთელდებოდა,
რა არი მისი წამალი?
ნიგოზი და ნიგვზის ზეთი,
დავზილოთ და შევხვიოთ,
მესამე დღემდე არ გადაჰყვეს.

ჩაწერილია თათია და თეონა სარდლიშვილების მიერ, X კლასის მოსწავლეები
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის.

No comments:

Post a Comment