ფშაველის და ჩოხელი დავითოს კაფიაობა
შირაქში
დავითო:რისთვი წამოხვე ფშაველო,
აქ რა
გინდოდა ნეტა რა.
ფშაველი:შენთან ქეიფიმ მინდოდა,
შენთან
დროება მეტარა.
დავითო:რა კაი საქმეს იზამდი
ცოლიც
რო წამაგრყვანა.
ფშაველი:დაუნდობელი ეტყობი
ჩემ
ცოლს რა უნდა შენთანა
დავითო:მეყურებინა შენთვინა
ისე
მეტანჯნა მეწვალა.
ფშაველი:შენ იმის წვალებისთვინა
გერჩივნა
ნეხვი გეჭამა.
ჩაწერილია ვასილ ბადალაშვილის
მიერ,XIკლასის მოსწავლე.
მთქმელი:
დავით ქავთარაძე.
კაფიაობა მეცხვარისა და დიმიტროსი
მეცხვარე:ბარიდან კაცი გვესტუმრა
კაცი
ქალაქის პირისა,
როგორა
სცხოვრობ დიმიტრო,
შენი
ცოლით და შვილითა.
დიმიტრო:მუცელი სიმინდით სავსე მაქ,
ტანისამოსი
ტილითა.
მეცხვარე:ჩემ ცოლს ორ ტუჟურკა აცვია,
შესაკრავია
ღილითა.
მე
ცხვარის შვილი:მე და მამაი
ცხვარში დავდივართ,
ბინა
თან მიგვაქ ვირითა.
დიმიტრო:მაშ კაი საქმე მაგსვლიათ,
მამაც
იხარებთ შვილიცა.
მეცხვარე:მაშ კაი საქმე მაგსვლიათ,
მამაც
იხარებთ შვილიცა.
მეცხვარე:ჩემთან წამოდი დიმიტრო,
უცხრო
ხარ გაგაცხვრიანებ.
დიმიტრო:ეგეთი ცხვრები არ მინდა
პატრონს
თვალებსა სთხრიანო.
(მეცხვარე
ცალთვალა იყო)
მეცხვარეს
შირაქიდან ცხვარი მოუდიოდა და ორბეთის დუქანში ეკაფიავა დიმიტროს.
ჩაწერილია ვასილ ბადალაშვილის
მიერ.XIკლასის მოსწავლე.
მთქმელი
დავით ქავთარაძე.
No comments:
Post a Comment