მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი

Monday, January 9, 2012

ლექსები



ბესაის ლექსი
წერილს გიგზავნის მთქმელია
აფციაურო ბესაო,
დიდხანს იცოცხლე ძმობილო,
უყურე მაღალ მზესაო.
ყისმათიანი კაცი ხარ,
ღმერტიც გიმართავს ხელსაო,
მანგლისში რო გადასდიხარ,
იქა ჰპოულობ ცხვრებსაო.
მალე გფაყიდევ ძმობილო,
ნუღარ იჯანჯლებ ბევრსაო,
ხარაზი ბევრი რამ არი,
 ჩუსტებს ჩაგაცმევს ჭრელსაო.
ნეტა იმ ცხვრების პატრონი
აქ მაიყვანა ჩვენსაო.
რა კაი კაცი ყოფილა
არ გესვრის არაფერსაო.
ზოგი ოქმს შაგიყენებდა
დაგიგრეხამდა წნელსაო.

რა ამბავზე არის შეთხზული ეს ლექსი:
ბესაი გადმოსულა მანგლისში’ერთი თოხლი დეედევნა ბესას, შაიყვანა ბესამ ეს თოხლი ხარაზებში და უთხრა: რო ეს თოხლი მიმყვანდა მოყვრებშიო და ცხენი ვეღარა სზიდავსო. ჩუსტები მომეცით და თოხლს დაგიტოვებთო. რო მორიგდნენ, თოხლის პატრონიც მივიდა და იკითხა: ეს თოხლი ვინ მაიყვანაო და ამ კაცმა მოგვყიდაო, თოხლი პატრონმა წაიყვანა და ბესაი ცარიელზე დარჩა.

ჩაიწერა თეონა ნადირაძემ,XIკლასის მოსწავლე.
მთქმელი შოთა ალთუნაშვილი.


ბეჟანის ლექსი
ბეჟანი მთაში ცხოვრობდა მაღლა, წიკლაური იყო
მთებო იგლოვეთ ბეჟანი,
ჯანყების შამახვევითა,
ბევრჯერ დაგლახათ, ოხერო,
პიროფლიანი ცხენითა.
ბევრჯერ გაშავათ გუთნითა,
ბევრჯერ გაწითლათ ცელითა,
იტირეთ ქალო და რძალო,
ბეჟანი ცხელის ცრემლითა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ამ ლექსის განსხვავებული ვარიანტი, რომელიც ჩაწერილია მთიულეთში.წარმოგიდგენთ მასაც.

მთაო, იგლოვეთ ბეჟანი,
ჯანყების შემოხვევითა,
ბევრჯერ შეგღება გუთნითა,
ბევრჯერ გაწითა ცელითა.
შემოგიარის ოხერო,
პიროფლიანი ცხენითა,
იტირეთ ქალო და რძალო,
ბეჟანი ცხელის ცრემლითა.

ჩაწერილია მარიამ ასლამაზიშვილის მიერ.
მთქმელი:ვანო ქავთარაძე, 84 წლის.

ტიალი წუთისოფელი
ტიალო წუთისოფელო,
ზოგ კაცს რა გააცეტებსაო,
ქალაქსა ვნახე ბურდული,
ძლივ დაათრევდა ფეხებსაო.
მე ვთქვი მშიერი მაჰკვდება,
ვერაფერს მაახერხებსა,
შამასულიყო ბაზარში,
შჭამდა საზამთროს ქერქებსა.

მთქმელი:სანდრო  ოქრუაშვილი.70 წლის.
ჩაწერილია თეონა ნადირაძის მიერXIკლასის მოსწავლე.



ლექსები თონეთზე
თონეთი რისთვის შეწუხდა
მალ-მალ მოდის ბეგარაო
მაგრამ არაფრად აგდებენ,
ვერა სჯობია ქვეყანაო.
თონეთისთანა ქალები
არ არი ქვეყანაზედა,
დარიგდებიან სუფრაზე,
როგორც ვარსკვლავი ცაზედა
ეგრეთი დასუქებულან
როგორც ირმები მთაზედა,
ლხინი რო გაიმართბა,
ბიჭებ მიზდევენ კვალზედაო

ჩაწერილია მალხაზ სარდლიშვილის მიერ, Xკლასის  მოსწავლე.
მთქმელი:არჩილ სარდლიშვილი,76 წლის.

ლექსი იოსებაზე
ჯიჯაანთ იოსებაი ვარ,
არა ვარ კაი დღეშიაო,
არც სამსახური მივარგა,
კამბეჩებს დავდევ ტყეშიაო,
გუდაში ხმელაი პური მაქ,
გამეჭედება ყელშიაო.

ჩაწერილია თეონა ნადირაძის მიერ.
მთქმელი: სანდრო ოქრუაშვილი, 70 წლის.

No comments:

Post a Comment