მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი

Monday, February 6, 2012


თქმულებები ანა ბაჯზე.
ქალაქელი ქალი იყო
მუხათ გათხოვებულიო
ანაბაჯ ერქვა სახელად
ტანად ახოვნებულიო.
. . . . . .
ანა ერთხელ კამეჩს წველიდა, ზაქი კი მას წველას არ აცდიდა, ანა გაბრაზდა დაავლო ზაქს ხელი და ერთ დიდ ხეზე ზემოდან მოისროლა.
. . . . .
ზაფხულის ერთ მზიან დღეს ანა და მისი ამხანაგები შვინდის საკრეფად წავიდნენ, კრეფის დროს მათ უშველებელი დათვი დაესხა თავს და ერთი ამხანაგი თათებში მოიქცია, ანამ აქაც მამაცობა გამოიჩინა, მოტეხა შვინდის ტოტი და დათვს წინ დაუხტა, მომავალ მონადირეს ხანჯალი დასტაცა და დათვს გაუყარა, მოკლა დათვი და აქაც აღაფრთოვანა თავისი გმირობით ანამ.
ჩაწერილია თათია და თეონა სარდლიშვილების მიერ .
მთქმელი არჩილ სარდლიშვილი.

No comments:

Post a Comment