მოსწავლეები ოჯახებში ეწვივნენ სახალხო მთქმელებს და ჩაიწერეს ზეპირსიტყვიერების ნიმუშები,რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ და ვფიქრობ საინტერესო იქნება მათთვის ვინც გვესტუმრება ბლოგზე და და დაათვალიერებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნიმუშებს.მოსწავლეებმა შეძლეს ხალხის წიაღიდან ამოეღოთ ძვირფასი მარგალიტები და დღის სინათლეზე გამოეტანათ ისინი,ჩვენი პროექტის მიზანიც ხომ ესაა,ხალხის წიაღიდან ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ამოღება.
მანგლისის ზეპირსიტყვიერება
მანგლისის სიონი
Tuesday, February 7, 2012
ლექსი დიდ სამამულო
ომზე
კრიმიდან ადგა ჯარები,
ზღვის გაღმა ემართებოდა,
ზოგი გავიდა ზღვის გაღმა,
ზოგი ზღვაშივე რჩებოდა.
სტალინს აცნობა ჟუკოვმა
რომ დამახმარე გემიო,
სტალინმა ეს რო შეიტყო
ამაუგზავნა გემიო,
ჯარები ჩასხა გემებში,
ზღვის გაღმა გაიყვანაო,
მაშ გაუმარჯოს სტალინსა
ჟუკოვსა თავის ჯარებით.
ჩაწერილია თეონა სარდლიშვილის მიერ
X კლასის მოსწავლე.
Monday, February 6, 2012
თქმულებები ანა
ბაჯზე.
ქალაქელი ქალი იყო
მუხათ გათხოვებულიო
ანაბაჯ ერქვა სახელად
ტანად ახოვნებულიო.
. . . . . .
ანა ერთხელ კამეჩს
წველიდა, ზაქი კი მას წველას არ აცდიდა, ანა გაბრაზდა დაავლო ზაქს ხელი და ერთ დიდ
ხეზე ზემოდან მოისროლა.
. . . . .
ზაფხულის ერთ
მზიან დღეს ანა და მისი ამხანაგები შვინდის საკრეფად წავიდნენ, კრეფის დროს მათ უშველებელი
დათვი დაესხა თავს და ერთი ამხანაგი თათებში მოიქცია, ანამ აქაც მამაცობა გამოიჩინა,
მოტეხა შვინდის ტოტი და დათვს წინ დაუხტა, მომავალ მონადირეს ხანჯალი დასტაცა და დათვს
გაუყარა, მოკლა დათვი და აქაც აღაფრთოვანა თავისი გმირობით ანამ.
ჩაწერილია თათია და თეონა სარდლიშვილების მიერ .
მთქმელი არჩილ სარდლიშვილი.
Monday, January 9, 2012
შელოცვები
შიშის ლოცვა
ავიღებთ დანასა და ნახშირს, ნახშირს არ
შევუბერამთ, ნახშირს დავადებთ დანაზე , გადავწერამთ პირჯვარს და დავიწყებთ
ლოცვას.
ჩაწერილია თათია და თონა სარდლიშვილების მიერ, X კლასის მოსწავლეები.
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის
უცხო მინდორზე უცხო ხე იყო,
მთქმელი: ლუბა ქავთარაძე, 75 წლის.
თქმულებები
თქმულება
,,ბედისწერა“.
სოვდაგრებს შემოაღამდათ ერთ ტყეში, სადაც აღმოაჩინეს სახლიც. სთხოვეს
სახლის პატრონს ,რო ღამე გაეთიათ. სახლის პატრონმა ბოდიში მოუხადა,რო ვერ
შეასრულებდა მათ თხოვნას,რადგან ქალი მშობიარობდა.
ამათ უთხრეს ,კარგით აქ ვიქნებითეზოშიო. ყველაფერს უსმენენ,რაც ხდება.
დაიბადა ვაჟი,მოფრინდნენ ბედის მწერლები, ერთმა თქვა: მოდი ამ სოვდაგრების ქონება
ამ ვაჟს დარჩესო. მეორემ თქვა: რო დაქორწილდეს, მგელმა შეჭამოსო. დილით ერთ–ერთმა
სოვდაგარმა ოჯახის უფროსს უთხრა: ეს ბავსვი მე უნდა მომანათლინოო და მე უნდა
დამაქორწინებინოო. ნათლიამ სიმდიდრე დაანათლა. 16 წლის დააქორწინა. შეაიარაღა
მაყრიონი.
ნეფე– დედოფლის დაწოლის დრო რო მოვიდა, გარედან დაკეტა ბოქლომით ,
შეიარაღებული ხალხი დაუყენა. როცა გახსნა დილით კარები, ნახეს ,რო პატარძალი
გადაქცეულა მგლად. ასე ვერ ასცდა ბედისწერას.
ჩაწერილია მარიამ ასლამაზიშვილის მიერ,XI კლასის
მოსწავლე.
მთქმელი: დავით ქავთარაძე.
თქმულებები
თევდორე მღვდელზე
მანგლისში სულ ტყე იყო. ოძისში იყო საყდარი,რო თქვეს თათარი
მოდისო, ოძისიდან გაიქცა ხალხი, თათარი რო მოვიდა, მღვდლი კეტავდა
ეკლესიას, დაიჭირეს მღვდელიდა კითხეს სად წავიდა შენი ხალხიო. მღვდელმა
იფიქრა, ჯობია მე მოვკვდეო, ვიდრე ამდენი ხალხიო.
მღვდელმა ატარა ისინი და სხვაგან წაიყვანა კლდეკარში, ისევ უკან
მოვიდნენ.ერთმა თათარმა სადაც გამოიარეს ნიშანიდასდო – როცა იგივე გზით გაატარა
მღვდელმა , ადგნენ და მოკლეს.
ჩაიწერეს ამ თქმულების სხვა ვარიანტიც:
ვაკისოფელი ნასოფლარი ადგილია, უწინ ქველთა რქმევია ის თევდორე ღვდელი
მანდედან წაუყვანიათ ოსმალებსა, (და უთქვამთ) გვაჩვენე სად არის თკვენი
ხემწიფეო,მ ამას არ უჩვენებია, ერთი დღის გზა სამი დღე უტარებია, ამათ გაუგიათ, რო ამან გზა აგვირიაო და მოუკლიათ ის თევდორე მღვდელი, მერე მინდვრის
მწყემსებსა გაუგიათ, რო ესეთი ამბავია გაქცეულან და შეუტყობინებიათ
ხელმწიფისთვინა.
ჩაწერილია ნინო აზრუმელაშვილის და
მარიამ ასლამაზიშვილის მიერ, XI კლასის მოსწავლეები.
მთქმელი:დავით ქავთარაძე.
ლექსები
ბესაის ლექსი
რა ამბავზე არის შეთხზული ეს ლექსი:
ბეჟანის ლექსი
ტიალი წუთისოფელი
ლექსები
თონეთზე
თონეთი
რისთვის შეწუხდა
ჩაწერილია მალხაზ სარდლიშვილის მიერ, Xკლასის მოსწავლე.
მთქმელი:არჩილ სარდლიშვილი,76 წლის.
ლექსი იოსებაზე
ჯიჯაანთ იოსებაი ვარ,
არა ვარ კაი დღეშიაო,
არც სამსახური მივარგა,
კამბეჩებს დავდევ ტყეშიაო,
გუდაში ხმელაი პური მაქ,
გამეჭედება ყელშიაო.
ჩაწერილია თეონა ნადირაძის მიერ.
მთქმელი: სანდრო ოქრუაშვილი, 70 წლის.
Subscribe to:
Posts (Atom)