მანგლისის სიონი

მანგლისის სიონი

Saturday, December 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება
მანგლისის ზეპირსიტყვიერება
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით.
ხალხის წიაღიდან ზეპირსიტყვიერების ნიმუშების ამოღება.
3.პროექტის აქტუალობა.
ეს სასწავლო პროექტი აქტუალურია იმით,რომ იკარგება ის ძვირფასი მარგალიტები, რომლებიც ხალხის წიაღშია გაბნეული და საჭიროა მათი მოპოვება, რომ გადაეცეს შემდეგ თაობებს.
4.პროექტის მიზნები.
მოსწავლეები ისწავლიან მთქმელებთან მუშაობას,ნიმუშების ჩაწერას ზუსტად იმ ფორმით,როგორც მთქმელი უამბობს მათ.
გამოუმუშავდებათ კვლევის, მსჯელობის და პრეზენტაციის უნარი.
ჩამოუყალიბდებათ ქართული ფოლკლორისადმი პატივისცემის გრძნობა.
5.მონაწილეთა ასაკი.
15–16 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა.
3 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
მოსწავლეები შესძლებენ ნიმუშების ჩაწერას უცვლელად, შესძლებენ იმ მსგავსება –განსხვავებების პოვნას, რომლებიც შეინიშნება ჩაწერილ და გამოქვეყნებულ ვარიანტებს შორის, გადაიღებენ ჩაწერის პროცესს და წარმოადგენენ ფოტოსურათებს.
მოსწავლეები თავიანთ მიერ მოპოვებულ ნიმუშებს განათავსებენ ბლოგზე და ყველას შეეძლება ამ ნიმუშების ნახვა.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტოაპარატი, კომპიუტერი,კ ალამი, სამუშაო ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები.
პროექტისათვის შევარჩიეთ თემა ,მოსწავლეები გაერთიანდნენ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს დაევალა კონკრეტული საქმის პასუხისმგებლობა.აირჩიეს ჯგუფის ლიდერი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს და აღწერს ჯგუფის მუშაობას.
ერთი   ჯგუფი ეწვევა ოჯახებში სახალხო მთქმელებს და ჩაიწერენ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
მეორე ჯგუფის წევრები დაალაგებენ მოპოვებულ ნიმუშებს ჟანრების მიხედვით.
მესამე ჯგუფის წევრები ჩაწერილ ნიმუშებს  შეუდარებენ გამოქვეყნებულ ვარიანტებს,  იპოვნიან მსგავსება–განსხვავებებს და მოახდენენ პრეზენტაციას.
შეფასდება მოსწავლეების კვლევის , მსჯელობის , წერის და პრეზენტაზიის უნარები .

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ქართული ლიტერატურა.
ქართ.X.16
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
X.11
მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
XI.13
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
XI.4
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
XI.14
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი).
მაია ღოღაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა.
maiagogaze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.
maiagogadze.blogspot.com